დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, მივიღე უკუკავშირი ,გავეცანით და შევავსეთ უკუკავშირის ფორმის ნიმუშები. ჩავინიშნე ხარვეზები და ჩავასწორე. ოპონირება გავუწიე ჩემს კოლეგებს, მივეცი მითითებები და რჩევები. განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისათვის, გავეცანი მოსწავლეთა პროექტის ვირტუალურ დემონსტრაციას. შევაჯამე მერვე მოდული და საბოლოოდ შევაჯამე ინტელის პროექტებით სწავლების პროგრამა. პროექტებით სწავლება მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სასწავლო პროცესისათვის. მოსწავლეებში გაზრდის მოტივაციას, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობის კულტურის დახვეწას, სტიმულს მისცემს კლასში ყველა მოსწავლეს მიიღონ მონაწილეობა პროექტში და საკუთარი წვლილი შეიტანონ.
No comments:
Post a Comment