Tuesday, April 15, 2014

მეცხრე დღე

დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, მივიღე უკუკავშირი ,გავეცანით და შევავსეთ უკუკავშირის ფორმის ნიმუშები.  ჩავინიშნე ხარვეზები და ჩავასწორე. ოპონირება გავუწიე ჩემს კოლეგებს, მივეცი მითითებები და რჩევები. განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეთა  დაწყვილებისათვის,  გავეცანი მოსწავლეთა  პროექტის ვირტუალურ დემონსტრაციას. შევაჯამე მერვე მოდული და საბოლოოდ შევაჯამე ინტელის პროექტებით სწავლების პროგრამა.  პროექტებით სწავლება მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სასწავლო პროცესისათვის. მოსწავლეებში გაზრდის მოტივაციას, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში  თანამშრომლობის კულტურის დახვეწას, სტიმულს მისცემს კლასში ყველა მოსწავლეს მიიღონ მონაწილეობა პროექტში და საკუთარი წვლილი შეიტანონ. 

Saturday, April 12, 2014

მერვე დღე

                                                               რეფლექსია
დავხვეწე პროექტის გეგმა, განვიხილეთ შეფასების ინდივიდუალური და ჯგუფური სქემები

Monday, April 7, 2014

მეშვიდე დღე

                                                         რეფლექსია

გადავავლე თვალი პროექტის გეგმას, გარდნერისა და ბლუმის მატრიცის გამოყენებით შევავსე პროექტში დიფერენცირებული სწავლების ველი. ვიმუშავე დოკუმენტების გაზიარებაზე, ვისწავლე როგორ შეიძლება ერთიდაიგივე დოკუმენტში იმუშაოს რამდენიმე მომხმარებელმა ერთდროულად.  შევქმენი ბლოგი, შევცვალე დიზაინი,  

Saturday, April 5, 2014

მეექვსე დღე

                                                           რეფლექსია


   განვიხილე პორტფოლიოს რუბრიკა, შეფასების გეგმის ჩეკლისტი ,გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია. კიდევ ერთხელ გადავხედე და შესწორებები შევიტანე პსოექტში, დავხვეწე პრეზენტაცია. ვფიქრობ საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.