Monday, March 31, 2014

მეხუთე დღე

                                                                    რეფლექსია

გავეცანი სხავ პროექტის პროცედურებს და პროექტის შესაბამისობაში მოყვანას სტანდარტებზე,  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მოსწავლეების შესაძლებლობებზე. გავეცანი ინტერნეტ საკომუნიკაციო რესურსებს, ვებ საიტების შეფასებას. აგრეთვე თუ როგორ უნდა გადმოვიწერო ჩემთვის საჭირო ვიდეო yutubi-დან. როგორ ჩავაშენო gmail -ზე. 

Thursday, March 27, 2014

მეოთხე დღე


                 რეფლექსია

ვისაუბრეთ შეფასების სახეებზე,  ფორმალურ და არაფორმალურ შეფასებაზე.  ვნახეთ შეფასების რუბრიკა. შევასწორე და დავხვეწე პროექტში შეკითხვები. ვიმუშავე პრეზენტაციაზე, შევარჩიე პრეზენტაციის შაბლონი, რომელიც ახლოსაა ჩემი პროექტის თემასთან. 

Tuesday, March 25, 2014

მესამე დღე

                                                         რეფლექსია

      გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს. როგორ გამოვიყენოთ დამხმარე რესურსები, როგორიცაა, ეროვნული სასწავლო გეგმა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. პროექტი მორგებული უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტებზე. როგორ გამოვიყენოთ და სწორად მივცეთ ფორმულირება დასმულ კითხვებს, ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Sunday, March 23, 2014

მეორე დღე

                                                                  რეფლექსია

      განვიხილეთ პროექტირს ჩეკლისტი,  შევისწავლე ბროშურის შექმნა,  გავაანალიზე მოსწავლის როლი პროექტზე მუშაობისას, შევისწავლე ტექსტთან შესაბამისობაში მყოფი სურათების შენახვა თავისი მისამართებით, რაც აადვილებს პროექთან მუშაობას მოკლე დროში. ბუკლეტში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ჩონჩხს იმ პროექტისას რომელზე მუშაობასაც ვაპირებ, უკვე მაქვს მოკლე მონახაზი თუ რა საკითხზე მინდა პროექტის გაკეთება, ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვა.


Saturday, March 22, 2014

პირველი დღე

                                                        რეფლექსია
    გავეცანი პროგრამა viewer-ს, როემლიც პროექტების გაკეთების უნიკალური პროგრამაა.  პროგრამაში დეტალურადაა მოცემული  პროექტის მომზადების საკითხები. რომელიც ტრენერმა გაგვაცნო და ზოგადი წარმოდგენა შეგვიქმნა აღნიშნულ პროგრამაზე. ამ პროგრამას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ვფიქრობ მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი იქნება, როგორც მოსწავლეებისათვის ასევე ჩემთვის.